ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დედაქალაქის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი - მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, თუ რატომ, ამას განვმარტავ - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
არასდროს ჩადენილს არ ვნანობ. თავს ვგრძნობ დამნაშავედ უფალთან და ჩემს მეუღლესთან, ამის გამო ორჯერ წავიკითხე სახარება, ზოგიერთ მამაოს არ ექნება წაკითხული ორჯერ, – ამის შესახებ გოგი წულაიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე იზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.