„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, ამიტომ მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები ითხოვდნენ 40-იან ბარიერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ კომენტირებისას.
საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.
ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებული ვარ, რომ ვხედავ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერ პარტიებს შორის განსხვავებულ მოსაზრებებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა და დასძინა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმება უნდა შესრულდეს“.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"კურიერმა" ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.
პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთნ საქართველო-უკრაინის საერთო მისწრაფებები და გამოწვევები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოიცავს.
უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.