პოლიტიკა

დღევანდელ საპარლამენტო განხილვას რა შეიძლება, ვუწოდო? ტანჯვა-წამების 8 საათი. იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა და დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის პროცესი.

სრულად...

ბატონო დევი, სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას და არც წარმომედგინა, რომ ამ კითხვას დამისვამდით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მეც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჯარს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჯარში წინა ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რას აკეთებს ხელისუფლება ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად; ომით, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20% და დააკანონეს ოკუპაცია მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად და ყველა ის პრობლემა, რომელიც მომდინარეობს - ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცებები, მათი ბრალეულობაა და მათი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს, ბიზნესი წავართვი და ა.შ. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული ბანკი და კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ გია ვოლსკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

ახლა რომ ვითომ გული შეგტკივათ, როგორ ექცეოდით, როგორ მდგომარეობაში გყავდათ სამხედროები, შიშის და ზეწოლის ქვეშ, გნებავთ ჩვენი ოფიცრები, პოლიციელები და ყველა, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე რომ მეკითხებოდა, ვითომ სამხედროების მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სრულად...

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრები გავმართეთ აშშ კონგრესის, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.

სრულად...

ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა

სრულად...

სააკაშვილი არ დაიშურებს არც ფულს და არც თავის ბიზნესმენებს, რომ დააფინანსოს გახარია და თავისი გავლენა გააძლიეროს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ლევან მამალაძე წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი