„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...“ - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მისი ყოფილი მოკავშირის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც უარყოფილია გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პარტია მისი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა.
პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც უარყოფილია გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პარტია მისი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი ჯგუფის დაჭერაზე ფიქრობს და დაპატიმრებები სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მოხდება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, - ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე თბილისში ბაზირებული აშშ-ის საელჩო წერს.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.