საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია.
„საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია... ხალხს რკინის ჯებირებით ელაპარაკებიან და საკუთარ სახლში არ უშვებენ იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25%-იან წილში ჩაჯდა. საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში, ჩიტი ვერ გადაიფრენს ივანიშვილის პირდაპირი წილის გარეშე და ეს იცის ყველამ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.
ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა და თქვა, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.
„გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს რიგითი მოქალაქეების ყოვედღიურ პრობლემებზე ზრუნვა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.
„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ“, განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.