პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.

სრულად...

როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა.

სრულად...

ზაზა გახელაძის დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

სრულად...

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროკურატურის განცხადების საპასუხოდ.

სრულად...

ზაზა გახელაძესთვის უკანონოდ ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძეს პატიმრობა“.

სრულად...

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიიღო.

სრულად...

საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ, დავამთავრე ეს საკითხი ერთი თვის წინ, როდესაც განცხადება დავწერე და მანდატზე უარი ვთქვი, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

სრულად...

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი  განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ „ქართული ოცნების“ მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის გამოხმაურება შეაფასა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი