წესით, გიორგი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს რაღაცებში. რასაც ხელი მოვაწერეთ, კანონი და კონსტიტუცია კი არ იყო, ღია ტექსტი, მემორანდუმია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ წარმატებული, სამაგალითო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლის შედეგად ბოლო წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დავით გარეჯზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ სააკაშვილის მაშინდელი განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა და ამ განცხადების ანალიზით „ნათლად ჩანს, მას იმედი აქვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ელემენტარულად არ იცის, რაზე ლაპარაკობს“.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ჩავარდეს.
ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით და მოქმედებს პრინციპით – „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ მას არ აქვს ძალაუფლება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას არ გეგმავს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, თუ რას დაეფუძნა მმართელი პარტიის ეს გადაწყვეტილება.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.