პოლიტიკა

დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჩაერთვებიან. ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

სრულად...

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სწორედ დღეიდან განაახლებს საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად საქმიანობას.

სრულად...

კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისა და მანდატების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მიმართავს. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კ. დ. დევალს (K. D. Dewal) შეხვდა.

სრულად...

კოვიდ 19-ის პერიოდში არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან  რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა იყო მთავარი საკითხები, რაც ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

სრულად...

მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ განაჩენის დადგომამდე ის მედიასთან არ გამოჩენილიყო, ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა, როგორც მომლაპარაკებელი, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

სრულად...

მალე შევხვდები ხელისუფლებას, დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, თუ როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.

 

სრულად...

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

სრულად...

თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრის დაწყებამდე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი