საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ, - მილოცვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს, მანმადე კი რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ.
„ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის პრობლემა; საუბარი იმაზე, გაუძლებთ?! ამორალურია; ჩვენი ვალდებულებაა, გავუძლოთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია,“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ისინი არიან, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა 85 ხმით გამოუცხადა.
პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო და ამ დახმარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, რომელმაც სპეციალურ ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.