ახლა დროა პოზიციების დაახლოების და ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას, - განაცხად პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.
დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარია ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მან ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება - „არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახან არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება“.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის ბრიფინგს ორგანიზაციის მიერ პარალელურ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ.
2020 წლის 25 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს აკირა იმამურას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.