2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. აღნიშნულის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას ძალიან სწორს და დროულს უწოდებენ, - მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.
ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ბრიფინგი გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.