საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად ჩვენ წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში თემაზე: „საქმიანობის უწყვეტობის მართვა საქართველოს პარლამენტში“.
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. რვა წელი რასაც ვაშენებდით, დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ ოთხ წელში ეს ყველაფერი უნდა განმტკიცდეს, – განაცხადა სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, საარჩევნო კანდიდატების წარდგენის შემდეგ.
პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა ქართველების ბუნებაა. ამიტომაც, მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა.
ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, სიაში იქნებიან ახალი საარჩევნო სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, საერთაშორისო ინსტრუმენტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამოქმედებულია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.