პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირში. კერძოდ დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

სრულად...

დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში არის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სრულად...

„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც თითქოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ღია ეთერი“.

სრულად...

„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს.

სრულად...

საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და არის ნდობა, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე დასმული კითხვის საპახუხოდ.

სრულად...

დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ყოფნა სრულიად ლოგიკურია, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი.

სრულად...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა.

სრულად...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  განაცხადების მიღება დაიწყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი