ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს I მოსმენით მიიღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს, ანუ ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ კომენტირებისას.
ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს ოპოზიციას, საზოგადოებაში ნდობის მქონე ცნობად ადამიანებს და დაუდოს პირობა, რომ გადის პოლიტიკიდან და იძლევა გარანტიას, რომ „საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მის გარეშე“, რაც ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემის საფუძველი გახდება.
ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა დიდი ზეწოლა იყოს დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, „იარაღს აიღებს დღევანდელი ხელისუფლება და დაიცავს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“.
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
რა ირანულ ნავთობზეა საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ. ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს შიდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა ცადონ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს.
მე მგონია, რომ ივანიშვილის პატნიორი არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პასიურობა, ის განძარცვულია სრულიად იდეებისაგან, შეიძლება თავისი ექსკლუზიური იდეები ჰქონდეს, როგორც, ვთქვათ, ექსტრენციულობა, მაგრამ იდეა მას არ აქვს, - განაცხადა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
პოლიტიკაში მე ვანო მერაბიშვილის ადგილს ვერ ვხედავ, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, როგორ ხედავდა ის ვანო მერაბიშვილის ადგილს ოპოზიციის ფლანგზე პოლიტიკაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.