„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ციხიდან გამოსული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ესწრებოდნენ, „ქართული ოცნებისგან“ პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე მხარეებს შორის გაფორმებული 8 მარტის დოკუმენტი შეთანხმებად არ ჩაითვლება.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
„საგანელიძეს რომ 480 მილიონს აპატიებ და მოაპარინებ, იზორიას რომ 700 მილიონს მოაპარინებ და გულში გეყოლება ჩახუტებულები, იქ გიგი უგულავას და ოქრუაშვილის ამბავი ვფიქრობ, სასაცილოც არის“, განაცხადა „წიწაკა TV“-ის პირდაპირ ეთერში არჩილ ჭყოიძემ.
„კარგად გაიხსენეთ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ რა მოხდა ქვეყანაში რეალურად. რა მოხდა რეალურად? ყველა კონფესია დააფინანსეს; მართლმადიდებელ ეკლესიას თავიდან ბოლომდე ებრძვიან. ბიძინა ივანიშვილის პრინციპია ასეთი, რომ ის ვერ იტანს, რომ მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს პატრიარქს, ეკლესიას, ამიტომ ცდილობს რამენაიარად შეიტანოს ეკლესიაშიც განხეთქილება და მასზე უფრო მაღალ ინსტიტუციად წარმოჩინდეს, მაგრამ ეს გამორიცხულია“, განაცხადა „წიწაკა TV“-ის პირდაპირ ეთერში არჩილ ჭყოიძემ.
პოლიტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გათვლა შეუძლია და მას პოლიტიკის გაეგება.
საქართველოს დაახლოებით ორი მილიონი მოქალაქე, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, შეუძლებელია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი არის პოლიტპატიმარი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს.
მე ზუსტად ვიცი რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები საოცრად გაბრაზებული, გულნატკენი დ აღშფოთებულნი არიან, რადგან ხედავენ, რომ ივანიშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიღო სრულიად საპირისპირო შედეგები იმის, რაც თვიდან იყო დაგეგმილი, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
მნიშვნელოვანია, ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.