„სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, აღსანიშნავია პროგრესი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით. დღეს, მსოფლიოში უფრო მეტ ქალს უჭირავს საჯარო თანამდებობა და მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება - 1992 წლიდან, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.
პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს, მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
აგრესიამ, სიძულვილმა და შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ აგრესია შემწყნარებლობის ნაცვლად, სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად. გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ, - განაცხადა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს წინასაარჩევნოდ „პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას“, არა იმიტომ, რომ მას პირადი მოსაზრება არ გააჩნია ან ვინმესი ეშინია, არამედ იმიტომ, რომ „მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“.
რუსეთი ოკუპაციას იმისთვის თუ იყენებს, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართული ბრიფინგი 2020 წლის არჩევნების თემას მიუძღვნა და განაცხადა, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე სოციალ-დემოკრატები აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადასვლას აპირებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ ხალხის ხმებითა და მანდატებით ვაჭრობს, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.