საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა საქართველოს სამინისტროების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის შედეგები წარმოადგინა.
მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარდგება.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 120/30 მოდელზე შეთანხმების შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, დღის წესრიგში 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების საკითხი დგება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიესალმება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ დიასამიძე.
არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება 120/30 მოდელთან დაკავშირებით ვერ შედგება თუკი „არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და არ იქნება შეჩერებული დევნა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენერთა ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ამ ორ უწყებას შორის არსებობს.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.