პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახორციელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა რეკომენდაცია, რომელიც მომდინარეობს ამ ანგარიშში, იქნება გათვალისწინებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომებს ამკაცრებს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას სათავეში თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ისთვის გახდა ცნობილი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში დაგეგმილი რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გააუქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.