საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა საქმე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული.
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი განახორციელა. აღნიშნული შენატანი საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციასთან ბრძოლას ვცდილობ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში" გამართულ კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში".
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთს მტრად არ განიხილავს და ის სამყაროს მტრებად და მეგობრებად არ ჰყოფს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.