ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. ქართული მხარის განცხადებით, გაფრინდაშვილის უკანონო პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? - ასეთი სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი განცხადებას „ფეისბუქზე“ და ამბობს, რომ „ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე“) ხდება საქილიკო“.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ Facebook-ზე გააკეთა.
საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორცილებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს.
ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ „კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი, რომელიც მთლიანად გაკოტრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ახლა მთელს საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო-კლიპს - „მიშას უყვარს ქალები“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „რა ვიდეოებიც არ უნდა აკეთოს ივანიშვილმა, ყველაფერი ნათელია, საქართველოს ხალხი გამოერკვა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩემს დაბრუნებას საქართველოში“.
ქართული ოცნების წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ „ქართული ოცნება“ დატოვა. მან აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.