უკანასკნელ კვირეებში, საქართველოში დაპირებული საარჩევნო ცვლილებების გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის და ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტის რუსეთის ხელისუფლებებში "გარკვეული" ინტერესი გამოიწვია!
არ გამოვრიცხავ, ღია წერილით მივმართო კონგრესს და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ვერ ვითარდება, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა SWOT-ანალიზში.
„ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და მე მგონი, არც ლიდერად ვარ ცუდი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მათ განაყოფებზე მეტი ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს, რომელსაც წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რომ გამოდიან, 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ ესენი - უსამართლოდ ატარებდნენ სულ არჩევნებს ან უფრო ადრე ვინც იყვნენ სულ უსამართლოდ ატარებდნენ?! ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა. სტრასბურგში გამართულ ოფიციალური ცერემონიაზე საქართველოს საფრანგეთმა სიმბოლური გასაღები გადასცა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას.
პრაღაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროში, საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომიტეტის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა უძღვებოდნენ.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.