სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
„რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. რუსული პროპაგანდა, რუსული ოცნების მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს, - ამისმ შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილა და 71 ხმით მიიღო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა, რომელიც უმაღლეს ოფიციალურ პირებთან ერთად სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. იგი მიიჩნევს, რომ „თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით“.
„რუსმა ოლიგარქმა, პუტინ-ევტუშენკოვის ხელის ბიჭმა ბორის ივანიშვილმა, ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოუტანა დახურვის, გაჩუმების გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.