შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. კიდევ ორი წელი ივანიშვილის დატოვება უმაღლეს ხელისუფლად იქნება ტრაგიკული ბედისწერა საქართველოსთვის და უპატიებელი ცოდვა შთამომავლობის წინაშე, -ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავა წერს.
ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ არჩევნებით 2024 წელს მაინც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ფეისბუქში“ წერს.
ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერც ერთი ადამიანის, ვერც ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.
GUARDIAN.GE - ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.
გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ფეისბუქში“ წერს.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი. მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.