პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში ვანო ზარდიაშვილს ირაკლი ზარქუა შეცვლის.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოში, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრთან მაჯდ შუვეიკასთან.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება დაგვიანებულია. მისი აზრით, ვანო ზარდიაშვილის წასვლის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ვიზიტად მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვდა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში გახლადათ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დიდი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.