პოლიტიკა

თბილისის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პროგრეს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა იმით იყო განპირობებული, რომ ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან გადაერჩინა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.

სრულად...

მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული, ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს, მთლიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება, დააბრალო სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ, აი, ეს არის რეალობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სრულად...

„მე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვამბობ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დევნის მოჯადოებული წრე დასრულდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს ველური, ნახევრადდემოკრატიული ქვეყანა გადავაქციოთ პლურალისტურ დემოკრატიად და რა თქმა უნდა ხელს არ შევუწყობთ შურისძიებას“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

 

სრულად...

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა.

 

სრულად...

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას. 

 

სრულად...

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. 

 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა.

 

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ 1999 წლის არჩევნებში არა სიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად გავიდა ვაკის ოლქში.

 

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა და მას ეს არ უნდა შერჩეს. მისივე თქმით, მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი