საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან.
ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურბი კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
„ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები" - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.
ჩვენთან არა მარტო სახელმწიფო ჩამოიშალა არამედ ყველაზე უზნეო, აგენტის ინსიტუტიც კი მთლიანად გაბანძდა, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შალვა თადუმაძის დიპლომში არსებულ შეუსაბამობებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაავრცელა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შესახებ მისი გამონათქვამები უნდა უარყოს.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
ფოლკეტინგში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიგი გიგიაძესა და დანიის პარლამენტის ახალ თავმჯდომარე, ჰენრიკ დემ კრისტენსენს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.