საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ „ეს კანონი არის გასაუქმებელი და არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში“.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას, - განაცხადა პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი.
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტთან „სასწრაფოდ“ მისვლისაკენ მოუწოდებს.
ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები, და მას შემდეგ ეს კანონი მოქმედებს, არსებობს, და მე ვფიქრობ, არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა.
დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და შედეგი ყველასთვის ნათელი და ცხადია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ წარდგენილი კვლევის „ დემოკრატიის ანგარიში 2023“ -ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.