პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის 31-ივე უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს (ამ დროისთვის სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით), რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლადო კახაძეს ამომრჩეველთა ხმების 61.83 % (10738 ხმა) აქვს მიღებული, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს კი 38.17% (6630 ხმა).

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის 29 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს (ამ დროისთვის სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29 უბნის მიხედვით), რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლადო კახაძეს ამომრჩეველთა ხმების 61.63 % (9987 ხმა) აქვს მიღებული, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს კი 38.37% (6218 ხმა).

სრულად...

„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება. შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შალვა შავგულიძემ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალიან ცუდად ჩატარებული, დემოკრატიისთვის მიუღებელი არჩევნები და ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია აწარმოა.

სრულად...

„დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

სრულად...

თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. მისი თქმით, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებში მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

სრულად...

„ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

სრულად...

„ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სრულად...

მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი