მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 26,3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან 15:00 საათისთვის არჩევანი 11 539-მა დააფიქსირა.
„ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულკამპანიას აგრძელებენ და კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და მოუწოდა „ქართული ოცნების“ აქტივს, რომ ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხონ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ „მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი“.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 10 საათის მდგომარეობით 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, რის შემდეგაც მან მედიასთან განაცხადა, რომ ხმა მისცა იმ კანდიდატს, რომელიც „ სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს“.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა მედიასთან კომეტარი გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პარლამენტში მყოფ ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მოლდოვის მოდელით იმოქმედონ და მათ მსგავსად დაამხონ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მართული მთავრობა.
თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში დილის 08:00 საათზე გაიხსნა 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.