საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს, რომელიც „მოსკოვურ სასახლეში, რუბლიოვკაზე ატარებს უბედნიერეს სიბერეს“, „მინიმუმ მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ნახევარ მილიარდზე მეტი ანტიკვარული საგანძური დამხობამდე ზღვით და ხმელეთით კონტეინერში გადამალვით“ აქვს ბათუმიდან გატანილი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე არავითარი სამთავრობო გადანაცვლებები არ იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლოს და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვოს, არ ადასტურებს.
„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. შესანიშნავი ჯანმრთელობა, სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისი, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამერიკა საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-ის პირველი დიპლომატის ღია გზავნილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს, სახიფათო საარჩევნო მანევრებზე ვაშინგტონის მხრიდან თვალის დახუჭვა არ მოხდება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს, რაც „დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან - ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.