„მოგვდის ინფორმაცია უბნებიდან და არავითარი მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა რამდენიმე წუთის წინ.
ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მთელს საქართველოში და მათ შორის ზესტაფონშიც არჩევნები დასასრულს უახლოვდება. უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ და მინდა მოვულოცო ზესტაფონელებს, აცხადებს „ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნენბზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის.
„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშორებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი", აცხადებს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.