„ჩემთვის კითხვის ნიშნები მას შემდეგ მოიხსნა, რაც სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება იმ განცხადებას - არეულობის, ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირების თაობაზე, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა და ხელგამოწვდილი ვერ დაელოდება იმას, თუ რას იტყვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
„საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს. ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მაღალი კონცენტრაცია", აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ გააკეთონ ყველაფერი იმის საპირისპიროდ, რასაც ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ამომრჩევლის ნორმალური აქტივობაა. საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ცოტა ხნის წინ გამართულ ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ და ირმა ნადირაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდეს, შეასრულონ მოვალეობა და ნუ შეუშლიან ხელს დამკვირვებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში", აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში, 21-ე უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს“, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ... თუმცა მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.