ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომლის პარტიაც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მხარს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, შალვა შავგულიძეს უჭერს, ხმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა.
„ზუგდიდში არჩევნები დაიწყო, არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა უბანზე, არსებითი დარღვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა. აქტივობა არის კარგი, თუმცა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, ხმა 28-ე საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი შენგელია უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი არსებობს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა არჩევანი 82-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.
ზუგდიდში ოპოზიციის მხარდამჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება და შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში - მარნეულში, ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.