პოლიტიკა

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.

სრულად...

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სრულად...

დღეიდან, საქართველოს დიპლომატიურ მისიას ქ. მეხიკოში ახალი შენობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, სალვადორის რესპუბლიკაში და ბელიზში ზაზა გაბუნია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სრულად...

„საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

უკრაინაში მტაცებელ რუსეთთან ომში გმირულად დაღუპული ქართველების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის, ადრე თუ გვიან "სამართალი პურსა სჭამს" და საქართველოში ყველას მოეკითხება, ვინც დღეს ქართველი ვაჟკაცების გაღებულ სიცოცხლეს შესაბამის პატივს არ მიაგებს, რადგან:“მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”!!!

სრულად...

რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიოტრიბზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს, ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს შეხვდა.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან ავიცილეთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი