მესტიის მუნიციპალიტეტეტის მერიაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ-ების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის პროცესს კახეთში გაეცნო. მინისტრის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლევან მეხუზლასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის საწარმოებში იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიმასტაროს, ოფურჩხეთის, გუმათის, ჟონეთისა და ნამოხვანის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ქალაქ ცაგერის და სოფელ ორბელის საჯარო სკოლებს „მასობრივი ფეხბურთის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ეწვია - ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის და ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა ჯღარკავას ხელმძღვანელობით.
24 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში „კრწანისობა 2019“ იზეიმეს. დღის განმავლობაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ფეხბურთში. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით, თასებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს მუნიციპალიტეტები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისგან, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შეუწყობს ხელს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოელ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაიას მწვრთნელთან, დემურ კირტავასთან ერთად შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
23 სექტემბერს, ქალაქ ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) დაიწყო. კვირეული, ცენტრალურ პარკში, ფლეშმობით გაიხსნა და მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში შეჯიბრებით გაგრძელდა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს საჩუქრად კომპიუტერი და საკვები პროდუქტები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.