მიმდინარე წლის 19 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს ,,იერი", შპს ,,ურიში", შ.პ.ს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინი”, შ.პ.ს "ჯეტა" კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ დიმიტრი გოშაძესთან.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სოფელ ჭიორის მოსახლეობას შეხვდა, სადაც თავშეყრის ადგილისა და წყაროს რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა
17-18 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა განმეორებითი სტიქია გამოიწვია სოფელ პატარა ღებში, რის შედეგადაც დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი გზა,ასევე დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი,შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა და სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა.
ქალაქ ხონში, დევნილთა დასახლებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხონის N2 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გამართა.
ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“ ლატვიის ქალაქ ტუკუმსში ქალაქის დღესასწაულზე მიწვევით იმყოფებოდა. ანსამბლი მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალაქ ტუკუმსში მოეწყო ხონის დელეგაციის ოფიციალური მიღება, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიალს ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე ესწრებოდა.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ორი დღის განმავლობაში adjara.net - ისა და cinemainia -ს სოციალური პროექტი „მოსიარულე კინოს“ ფარგლებში კინოჩვენებები მიმდინარეობს.
სოფელ ხურუთში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.