ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება: 25244.30 ლარს შეადგენს.
ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა საკრებულოს, მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“-ის გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს თანამდებობის პირებთან და მერის წარმომადგენელთან ერთად.
თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მერიაში.
ქალაქ ცაგერში კეჭნარის სკვერის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში კეჭნარის არხზე სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, ფართოვდება და იწმინდება კალაპოტი, კეთდება დამცავი გაბიონები, ეწყობა ტერასები, რაც ღელის ადიდების შემთხვევაში წყლის გადმოდინების დარეგულირებას შეუწყობს ხელს და ტერიტორიის დატბორვის რისკებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დღეს, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში (დავითეენთ უბანში) საყრდენი კედლისა და მაისურაძეების უბანში ჩამომავალ ღელეზე რკინა-ბეტონის არხის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.