„ტიციანობასთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ტიციან ტაბიძის შვილისშვილი გივი ანდრიაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1“, რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე დაესწრნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე დღეს გორდის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა და სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო.
ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრებმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა სლოგანით - ,,მე აქ ვარ, შენ სად ხარ” აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს და ჰაერში სიმბოლურად ჰელიუმის ლურჯი ფერის ბუშტები გაუშვეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ თამაშებში, ფრენბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს.
წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ 30-31 მარტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები, მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდენენ.
ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მერაბ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს.
დაბა მესტიის 10 ქუჩას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება. გზის შეკეთების სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,რეკონსტრუქცია XXI'' მუდმივი დაწესებულება შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.