ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.19 თებერვალს შეხვედრები, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების - გოლათუბნის, წიფის, გუდათუბნის და ფონას მოსახლეობასთან გაიმართა.
ქალაქ დუშეთში, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდა სპორტსმენთა 13 გუნდი თბილისიდან, მცხეთიდან, თეთრიწყაროდან, წეროვნიდან და კასპიდან.
19 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ზემო ქვალონში, სახოჭოლავოში, ბულიშში, გიმოზგონჯილში, გვიმარონში, დურღენაში, ჭითაუშკურში, საალანიო-საფაჩულიოში და საბაჟოში დასახლების კრებები გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
19 თებერვალს ქ. დუშეთში გაიმართა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“-ს მიერ დაფუძნებული რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონია.
დაბა ლენტეხში, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლმა, დაახლოებით, 200-300 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გაანადგურა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები დღეს, 19 თებერვალს დასრულდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში, ქვედა ცაგერი-ლასურიაშის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.
საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, შესაბამის სამსახურებთან ერთად სისტემატურად უწევს. ამჯერად, კომპანიის ხელმძღვანელი აბასთუმანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
18 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გაღმა ქარიატაში, ყულევში, გაღმა შუა ხორგაში და გამოღმა ქარიატაში დასახლების კრებები გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.