ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ სათხის მოსახლეობას შეხვდა.
ქ. დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ზანდუკელის ქუჩის ჩიხში ასფალტის საფარის დაგების პროცესი და კეთდება გზის სავალი ნაწილი.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტი ესპანეთის ერთ-ერთი მხარის ბერგუედას რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს და „კატალონიის ტყის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრს“ უმასპინძლებს. შეხვედრა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შპს „ვი-აი-პი“ აწარმოებს დაზიანებული მონაკვეთების მოხრეშვა-მოშანდაკებას ჭილურტი-ებნისის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთსა და სოფელ ჭილურტის შიდა გზებზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მესტიის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს 41-ე საერთაშორისო შეჯიბრ-სემინარს, რომელიც საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და მასთან არსებული მოთხილამურე არქიტექტორთა საერთაშორისო კლუბ „SKIA“-ს ორგანიზებით ტარდება.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.