რეგიონები

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე ლაზარემ , ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა ბორჯომის ისტორიულ პარკში ღვინის მუზეუმი გახსნეს.

სრულად...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის - მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის, საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანის, მერიას კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გამოფენა და კონცერტი გაიმართა.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მდინარე ნენსკრის ადიდების და სტიქიური მოვლენის განვითარების ამსახველი არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა სოციალური ქსელის, „Facebook“-ის პირდაპირი რეჟიმის საშუალებით.

სრულად...

განადგურებული შენობა-ნაგებობები, დატბორილი საკარმიდამო ტერიტორიები, დანგრეული შიდა საავტომობილო გზები და ხიდები - ზემო სვანეთი სტიქიას ებრძვის. მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტის ჩახერგვა გამოიწვია. დაგროვილი წყლის მასის გადმოსვლამ კი, მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა  განაპირობა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი ადგილზე გაეცნობა სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ინგლისურენოვანი ქართულ-ამერიკული მეგობრობის ბანაკი „ძევრის სკოლა-2018“ მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მასპინძლობს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს - ნენსკრა ჰესს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. 

სრულად...

ს.ს.ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეებსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

სრულად...

ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხევების გაწმენდა მიმდინარეობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი