გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ჩემპიონ გოგონებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
წყალტუბოში 27 ივნისს ფესტივალი „Art-გენი 2018“– გაიმართება. სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
წყალტუბოში, „ტურიზმის განივთარების ცენტრში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თბილისდან ჩამოსულმა პროფესორებმა - პედიატრმა ივანე ცხომელიძემ, ბავშვთა კარდიოლოგმა, აკადემიკოსმა - გიორგი ჩახუნაშვილმა, ოფთალმოლოგმა - მალხაზ ჩიქოვანმა (უახლესი აპარატურით), უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა და გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა სოფელ ბზვანში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.
ქალაქ გარდაბანს აქციით - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი" შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის (სისხლის ბანკი)“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 23 ივნისს კახეთის რეგიონში 185 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.