რეგიონები

დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სრულად...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა. მან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქონებრივი საკითხები, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები ჩაიბარა.

სრულად...

გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის( IFES) ინიციატივით, ჩატარდა შეხვედრა „ შთააგონე „მე ეს შევძელი“. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ქუთაისის მერია და საკრებულო, ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID).

სრულად...

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა გაიმართა ქალაქ ხაშურში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 250 -ზე მეტმა სპორტსმენმა მოიყარა თავი. ტურნირში ნინოწმინდის სასპორტო სკოლის თერთმეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სრულად...

12 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.

სრულად...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სრულად...

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი