დუშეთის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა, რითაც ევროსაბჭოს მხარდაჭერით, პროექტების განხორციელებისთვის დაფინანასება მოიპოვა.
გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.
როგორც Guardian.ge-ს ასპინძის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20 ქუჩის განათების მოწყობა და აგრეთვე ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არსებული ყორე-ბეტონის დეკორატიულ ღობეებზე განათების შეცვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად, გუდაურში მიმდინარე დიპლომატიური სათხილამურო შეჯიფრის ფარგლებში, სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში აშენდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტმა, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა.
ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ბორჯომის გამგეობის ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში საქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. გამგეობის ცნობით, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. სიღნაღის გამგეობის ცნობით, აქციის ფარგლებში ქალაქისა და სოფლების ქუჩები, სკვერები, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიები და ცენტრალური გზები დასუფთავდა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80-იანი წლების შემდეგ, პირველად, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტრასბურგში დუშეთის, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებსა და ევროპის საბჭოს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.