ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
მიმდინარე წლის 14 მარტიდან სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, 1 აპრილამდე - სეტყვის სეზონის დაწყებამდე, კახეთის მთელ რეგიონში ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.
ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში’’ (COMUS) დონორთა საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.
ხონში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ქართული ჟურნალისტიკის დღე ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების, ქვემო ენთელის, ზემო ენთელის, ფხეროსა და შოყის მოსახლეობას შეხვდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის 2017 წელსაც, გასული სამი წლის მსგავსად, პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.