მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
დღეს, ლეჩხუმში პატივი მიაგეს აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში 2008 წლის 8 აგვისტოს სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი.
საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.