სამართალი

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ უკან სახანძრო მანქანები მოჰყვებიან და წყლის ჭავლს უშვებენ.

სრულად...

„როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

სრულად...

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა.

სრულად...

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით,  სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამართლამდაცავი ორგანოების კომპეტენციაა და არც ერთ სხვა ფორმირებას აღნიშნული ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თაამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი