სამართალი

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

 

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სრულად...

დამამძიმებელ გარემოებებში ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს", განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში მივიდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, "112"-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 51 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

სრულად...

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ბრალდების წარსადგენად იბარებს. როგორც გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

სრულად...

10 სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს - ნიკანორ მელიას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიგი უგულავას გამოკითხვაზე იბარებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი