სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 პირი დააკავა და 4 პირი ამხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდზე ქართულ ენაზე წარწერების არსებობას ეხმაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციების შედეგად 29 ნარკორეალიზატორი დააკავა. აღნიშნულის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის 12 მარტს გამართულ პროცესზე მყოფი „ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოსამართლის მისამართით მუქარასა და აბსურდულ ბრალდებებს“ ეხმაურება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, თბილისში, გლდანში საქართველოს ბანკზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.