ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი განიხილა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავა.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორის ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დაუჭერს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ხაშურში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის დროს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სილამაზის სალონში მოხდა, 33 წლის ქალს მამაკაცმა დანა ექვსჯერ დაარტყა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო ტყის ყოფილი მცველი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური, აღნიშნული განცხადება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შეფასებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მიმართვა შედგებოდა“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როგორც კი, კოკა ყანდიაშვილის გამოკითხვის საჭიროება დადგება, ის დაიკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.